გოგლა ჟვანია: ხელისუფლებას არანაირი სურვილი არ აქვს იმისა, რომ არჩევნები არადემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდეს

„ხელისუფლებას არანაირი აუცილებლობა და არც სურვილი არ გააჩნია იმისა, რომ არჩევნები არადემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდეს“, – ამის შესახებ პარლამენტარი გოგლა ჟვანია აცხადებს.
ის ოპონენტების განცხადებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მათი განცხადებები არჩევნებზე ზეწოლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
“ჩვენი ოპონენტების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ზეწოლა ხდება წარმომადგენლებზე; რაღაც აბსურდული განცხადებებია. ჯერ ერთი, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, კონკრეტული ფაქტები უნდა მოიყვანონ, მეორე, არანაირი აუცილებლობა და სურვილი არ აქვს ამ ხელისუფლებას, ჩვენი წინამორბედებისგან განსხვავებით. უნდა შევქმნათ დემოკრატიული სახელმწიფო და არჩევნები არის ერთ-ერთი საფუძველი ამისა, მით უმეტეს, არც არანაირი აუცილებლობა არ არის ამის, ბევრი მომხრე ჰყავს ამ კონკრეტულ არჩევნებზე “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოგლა ჟვანია საარჩევნო პროცესს N 1 საარჩევნო უბანზე აკვირდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქტივობა მაღალი არ არის, თუმცა საარჩევნო პროცესი N 1 უბანზე მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები