დაავადებათა კონტროლის ცენტრი სკოლებსა და ბაღებს, 20%-ის ზევით გაცდენების შემთხვევაში, სწავლის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს 20%-ის ზემოთ გაცდენების შემთხვევაში, სწავლის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს.

შესაბამისი განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და რეკომენდაციის გაცემის საფუძველი განმარტა.

“გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომ თანდათან ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზომიერი მატებაა და განსაკუთრებით ეს კონცეტრირდება ბავშვთა ასაკში, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიდეთ რეკომენდაციით და მივმართოთ სასკოლო და, ზოგადად, სააღმზრდელო დაწესებულებებს, ბაღებს, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, თუ მათ სკოლაში ან ბაგა-ბაღში გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს სცილდება, პრევენციულად მინიმუმ სამი სამუშაო დღით შეწყდეს სწავლა და ბავშვების მიყვანა ბაგა-ბაღებში. იზოლირების გაგრძელება გადაწყდეს შემდგომი კონსულტაციებით. ეს გახლავთ პრევენციული ღონისძიება, რათა ნაკლები იყოს კონტაქტი ინფიცირებულ ბავშვებთან”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები