ე.წ. ღორის გრიპის მომატებული შემთხვევების პარალელურად, საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ე.წ. ღორის გრიპის მომატებული შემთხვევების პარალელურად, თბილისის საბავშვო ბაღებში პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც “კვირას“ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, H1N1 -ით ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევა არცერთ ბაღში არ გამოვლენილა, თუმცა პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.
„ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევა არცერთ საბავშვო ბაღში არ დაფიქსირებულა, თუმცა პრევენციის მიზნით გამკაცრებულია ზომები, ყველა ბაღში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, სველი წესით დალაგება და ასე შემდეგ, ბავშვების სწრებადობა ნაკლებია, რაც გამოწვეულია, ძირითადად, უამინდობით და მშობლების პირადი გადაწყვეტილებით“, – განუცხადეს “კვირას“ ბაღების მართვის სააგენტოში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 215-ე ბაგა-ბაღის 2 აღსაზრდელი ე.წ. ღორის გრიპით სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსეს, თუმცა როგორც ბაღების სააგენტოში განმარტავენ, არცერთ მათგანს ე.წ. ღორის გრიპი არ აღმოაჩნდა.
როგორც ბაღების მართვის სააგენტოში განმარტავენ, ერთ-ერთ აღსაზრდელს გრიპის მაგვარი ვირუსი აღენიშნება, მეორე მათგანს კი ბრონქიტი.