გიგლა აგულაშვილმა სამონადირეო საზოგადოების წარმომადგენლებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამონადირეო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებს გიგლა აგულაშვილმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო.

მათივე ინფორმაციით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად ნადირობის სფეროს ინსტიტუციურ მოწყობას.

მხარეებმა ნადირობის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი ეფექტურად გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ნადირობის სფეროს რეგულირებისა და ინსტიტუციური მოწყობის ევროპაში აპრობირებული მოდელები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები