მიხეილ ჯანელიძე არგენტინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე დავოსში ვიზიტის ფარგლებში, არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუსანა მალკორას შეხვდა.
მიხეილ ჯანელიძემ ქალბატონ მალკორას მინისტრად დანიშვნა მიულოცა და არგენტინის ახალ მთავრობას წარმატება უსურვა. მინისტრმა არგენტინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მხარდაჭერისათვისმადლობა გადაუხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გამოცდილების გაზიარების საკითხი. არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას დიდი სურვილი აქვს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს. მიხეილ ჯანელიძემ სუსანა მალკორა საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები