ირაკლი შოთაძე სხვადასხვა უწყების საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
როგორც „კვირას“ პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ისაუბრეს მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებული კანონმდებლობის პრაქტიკაში ეფექტური დანერგვის, გამომძიებელთა და პროკურორთა ინტენსიური გადამზადების, გამოკითხვის უნარების გაუმჯობესების, ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. ამ მიმართულებით დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ ეტაპობრივად განხორციელდება. დაგეგმილი ღონისძიებები პრაქტიკაში საკანონმდებლო ცვლილებების წარმატებით დანერგვისა და გამოძიების ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება.