დავით სერგეენკო საკუთარ ავტომობილს რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადასცემს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ის საკუთარ ავტომობილს გადასცემს. ამის შესახებ მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს ჯანდაცვის სამინისტროსგან ავტომობილები გადაეცემა და მანქანები იქ დარჩება მანამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება.

„უახლოეს საათში ან საათ-ნახევარში ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთავისუფლებული ავტომობილები, მათ შორის ჩემი ავტომობილი, რითიც ვმოძრაობდი დღემდე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში წავა და იქ იქნება, სანამ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
გრიპის ვირუსის შემთხვევების მატების გამო, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადები გამოძახებულ მისამართებზე დროულად მისვლას ვერ ახერხებენ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს იხსნება საოჯახო მედიცინის 24-საათიანი ცენტრი, რომელიც ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები