თბილისის მერია ავტობუსების შემოყვანისთვის აზიის განვითარების ბანკიდან 30-მილიონიიან კრედიტს აიღებს

„თბილისის მერია ახალი ავტობუსების შემოყვანისთვის სატენდერო კომისიას ქმნის“, – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისიცე თქმით, იგი ამ კომისიის წევრი თავადაც იქნება.
ოგბაიძის ინფორმაციით, თბილისის მერია ავტობუსების შემოყვანისთვის აზიის განვითარების ბანკიდან 30 მილიონის ოდენობით კრედიტს აიღებს.
“მე, ჩვენს თანამოქალაქეებს ანგარიშს ჩავაბარებ, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი, რამდენად გამჭვირვალეა ის და რა მარკებზეა საუბარი. საუბარი და პროცესი რომ დაიწყო ახალი ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით, ეს უკვე მისასალმებელია”, – განაცხადა ოგბაიძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მერია ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანას აპირებს, ეს ინფორმაცია თავად ოგბაიძესაც აქვს და მიიჩნევს, რომ ასეთი ავტობუსების შემოყვანა საქართველოში მიუღებელია.
“ჯერ არ ვიცით, როგორ ავტობუსებზეა საუბარი, თუმცა წინასწარ გამოჟონილი ინფორმაციით, მერია აქცენტს ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებზე გააკეთებს. ევროპულ ქვეყნებში ეს საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან სერვისი იქ უმაღლეს დონეზეა, არის ტექდათვალიერება. საქართველოში კი არც ტექდათვალიერებაა და სერვისიც დაბალია. ძალიან დიდი რისკის შემცველია ასეთი ავტობუსების ექსპლუატაცია და შენახვა. ასეთი ავტობუსების ფასიც უფრო მეტია. მე ვემხრობი, რომ “ევრო 5″ -ის მარკის დიზელის საწვავზე მომუშავე ან ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი ავტობუსები შემოვიდეს”, – აღნიშნა ოგბაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები