თამარ ბაგრატია ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს თამარ ბაგრატიამ სააგენტოს საქმიანობა გააცნო და ქუთაისის გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგები წარუდგინა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ზედაპირული წყლების, ნიადაგის და რადიაციული ფონის მონიტორინგის შედეგებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის გაძლიერებისა და ქსელის გაფართოების მიზნით, ატმოსფერული ჰაერის რეგულარულ მონიტორინგს და ინდიკატორულ გაზომვებს ახორციელებს.
ინდიკატორული გაზომვები საქართველოს მასშტაბით ათი ქალაქის უკვე 116 წერტილში განხორციელდა. სააგენტოს უფროსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგებს გააცნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები