მოკლული პროკურორის, ვახტანგ ქირიას ავტომობილი ნუცუბიძეზე იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე ნაპოვნი ავტომანქანა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს ვახტანგ ქირიას ეკუთვნის.
ნუცუბიძეზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
სპეციალისტები E კლასის Mercedes-ის მარკის ავტომობილს ნომრებით: FBI 010 სწავლობდნენ.
ავტომანქანა დაზიანებული არ არის, მხოლოდ უკანა საბურავია დაშვებული. მანქანა სპეციალურ ავტოსადგომზე უკვე გადაიტანეს.
13 იანვარს გაუჩინარებული პროკურორი ვახტანგ ქირია 16 იანვარს მოკლული იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული მისივე ნათესავი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც, თავის მხრივ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.