საფრანგეთის პრემიერმა ევროკავშირის წინაშე არსებული 3 მთავარი საფრთხე დაასახელა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ევროკავშირის წინაშე არსებული 3 მთავარი საფრთხე დაასახელა. მან ასეთ საფრთხეებად: ტერორიზმი, მიგრაციული კრიზისი და ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის შესაძლო გამოსვლა დაასახელა.
საფრანგეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ. მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ შესაძლოა, ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდეს. ამავდროულად, კემერონმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, მიმდინარე წლის თებერვალში, ევროკავშირის რეფორმირმების შესახებ შეთანხმდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები