თამაზ მეჭიაური: რაღა დროს ჩემი ფიზიკური შეურაცხყოფაა, 60 წელს გადავაბიჯე

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე დეპუტატ თამაზ მეჭიაურს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. „კვირასთან“ საუბრისას დეპუტატმა აღნიშნული ფაქტი კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მას პირიქით, აქციის მონაწილეები უშლიდნენ ხელს მუშაობაში და შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. დეპუტატი იმ პიროვნების ვინაობის დადგენას ითხოვს, ვინც მას ხელის გარტყმაში ადანაშაულებს.
„ვინ მადანაშაულებს, იქნებ პროვოკატორია. გვარი, სახელი არ აქვს? მე რომ შემოვდიოდი სამსახურში, უსტვენდა, ეს ვიცი, მაგრამ დანარჩენი არ ვიცი. არ გამირტყამს არავისთვის, პირიქით, თვითონ არ გვიშვებდნენ შენობაში და ათვისებული ჰქონდათ მთელი შემოსასვლელი. როგორც ვიცი, მათ აქციის გამართვის უფლება შენობიდან 20 მეტრის მოშორებით აქვთ, თუმცა ისინი პირდაპირ შემოსასვლელთან იდგნენ. შემიძლია სარჩელი შევიტანო მის წინააღმდეგ, ვინც მე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში მადანაშაულებს, რადგან აქეთ მიშლიდა ხელს საქმიანობის შესრულებაში. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რაღა დროს ჩემი ფიზიკური შეურაცხყოფაა, 60 წელს გადააბიჯე“, – განაცხადა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა აქცია გამართეს. მათ ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ ახალ საკანონმდებლო პაკეტი გააპროტესტეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა მას ხელი გაარტყა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები