ვეტერანების სოციალური და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად თევზაძე პრემიერს სპეციალური კომისიის შექმნას სთხოვს
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პარტია „საქართველო მშვიდობისთვის“ ლიდერმა დავით თევზაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ვეტარანთა პრობლემებისა და ვეტერანთა ჰოსპიტალის შესახებ ისაუბრა.
დავით თევზაძის განცხადებით, ვეტერანებ,ს ძირითადად, სოციალური ხასიათის პრობლემები აქვთ და მათი მოგვარება სოცუზრუნველყოფის დეპარტამენტმა უნდა აღასრულოს. თუმცა იმისათვის, რომ ვეტერანთა მომსახურებისათვის სწორად განისაზღვროს სქემა, რომელიც მისაღები აღმოჩნდება საახელმწიფოსთვის, ისე ყველა ვეტარანისათვის, აუცილებელია, პრემიერმა სპეციალური კომისიის შექმნა ითავოს, რომელსაც დავით სერგეენკო უხელმძღვალებს და ვეტერანთა სრულ სოციალურ დახმარებას უზრუნველყოფს.
„ვეტერანები, სულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ჩათვლით, 71 600 -ია. მათგან დაახლოებით 60 ათასი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ადამიანი და მათი ოჯახის წევრები, ვინც დაიღუპა და დახეიბრდა. ვეტერანთა ჰოსპიტალი არის სახელმწიფო დაწესებულება. პირველ რიგში, ბრალი მიუძღვის ჰოსპიტალის ადმინისტრაციას, რომელმაც წლების მანძილზე ვერ უზრუნველყო გამართული მართვა, გარკვეულწილად პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურმა. თავისი წილი ბრალეულობა მიუძღვის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროსაც, რომელმაც არსებული ვითარება დაუშვა. ვეტერანებს, ძირითადად, სოციალური ხასიათის პრობლემები აქვთ და სოცუზრუნველყოფის დეპარტმანეტმა უნდა აღასრულოს მათი მოგვარება. ვეტერანთა სამსახურმა კი უნდა უზრუნველყოს უწყებათაშორისი კოორდინაცია.
1 ჰოსპიტალი საკმარისი არ არის და ერთი სარეაბილიტაციო ცენტრი, რაც არ უნდა დიდი იყოს, საკამრისი არ არის. მასთან რეგიონებიდან წვდომა არ ექნებათ. შეიძლება საათებს და წუთებს ხშირად დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. არსებობს რამდენიმე პროექტი, საჭიროა ამ პროექტების შეჯერება. ვინაიდან საქმე ეხება გარკვეული სოციალური ჯგუფის ჯანმრთელობის საკითხების უზრუნველყოფას. ეს თავის თავზე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა აიღოს. პრემიერმა უნდა ითავოს, რომ შექმნას სახელმწიფო კომისია, რომელსაც მინისტრი სერგეენკო უხელმძღვანელებს და ჯანდაცვის სამინისტროს დაავალებს იმ სქემის შემუშავებას, რომელიც მისაღები აღმოჩნდება საახელმწიფოსთვის როგორც ხარჯებიდან, ისე წვდომადობიდან გამომდინარე, ყველა ვეტარანისათვის“, – განაცხადა დავით თევზაძემ.