“ყველა საქმე, რომელზეც ხმაური ატყდა, გახსნილია და ვერ ვხვდები, რა პრეტენზიები აქვთ ამ ადამიანებს”

ყველა საქმე, რომელზეც ხმაური ატყდა, გახსნილია და ვერ ვხვდები, რა პრეტენზიები აქვთ ამ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც მან გადაცემა “2030 – ში” სტუმრობისას აღნიშნა, ყველა გახმაურებული საქმე, რომელიც მედიამ საჯარო ინტერესის საგნად აქცია ცხელ კვალზე, ან ძალიან მოკლე ვადაში, პროფესიონალურად იხსნება.
“პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე, რომელიც მედიამ საჯარო ინტერესის საგნად აქცია, გასულ და მიმდინარე წელს, ცხელ კვალზე, ან ძალიან მოკლე ვადაში, პროფესიონალურად იხსნება. თუნდაც ყველაზე გახმაურებული საქმე “საქართველოს ბანკის” ყაჩაღობის ფაქტი, როცა ცხელ კვალზე იქნა გახსნილი, პოლიციამ სამაგალითო პროფესიონალიზმი აჩვენა. იგივე რამდენიმე გახმაურებული მკვლელობა თბილისში, რომლებიც გახსნილი იყო სამართალდამცველების და არა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ. თუნდაც 30 კგ კოკაინის ნარკოტრეფიკის საქმე, რომელიც საერთაშორისო დონის ტრეფიკია. ყველა საქმე, რომელზეც ხმაური ატყდა, გახსნილია და ვერ ვხვდები, რა პრეტენზიები აქვთ ამ ადამიანებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები