არჩილ თალაკვაძე: 10-დან ყოველი 6 დანაშაული გახსნილია

2014 წელთან  შედარებით, 2015 წელს დანაშაულის საერთო მაჩვენებლის კლება ფიქსირდება, –  ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა “2030-ში” განაცხადა.

„2014 წელთან  შედარებით, 2015 წელს დანაშაულის საერთო მაჩვენებლის კლება ფიქსირდება. გახსნილი დანაშაულების რაოდენობა იგივე რჩება, რაც შარშან იყო – დაახლოებით, 60%-ის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ 10-დან ყოველი 6 დანაშაული გახსნილია. არის დანაშაულის სახეები, სადაც, შარშანდელ წელთან შედარებით, ზოგან ზრდა, ზოგან კი, კლება ფიქსირდება. მაგალითად, ქურდობისა და ძარცვის ფაქტებზე კლება გვაქვს, განზრახ მკვლელობის – 5 ფაქტით მეტი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები