არჩილ თალაკვაძე: ვახტანგ ქირიას მკვლელობა მისი პროკურორობის გამო, გამორიცხულია

საქმეში არსებული გარემოებები გამორიცხავს ვახტანგ ქირიას მკვლელობას მისი პროკურორობის გამო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში,  გადაცემა “2030”-ში განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება მკვლელობის მოტივზე მუშობს.

“რაც შეეხება იმის გამორიცხვას, რომ ვახტანგ ქირია საპროკურორო საქმიანობის და მის მიერ გამოძიებულ საქმეებზე ზეგავლენის მოხდენით მიზნით იქნა მოკლული, ეს გამოირიცხება ძალიან უბრალო და ძალიან ნათელი არგუმენტებით: ის არ მუშაობდა მაღალი პროფილის საქმეებზე და არ მუშაობდა ამ საქმეებზე მარტო, ის არ მუშაობდა მაღალი რისკის საქმეებზე და მას არც ერთხელ არ მოუთხოვია რაიმე სპეციალური დაცვის უზრუნველყოფა მისთვის იმის გამო, რომ რაიმე საფრთხე ემუქრებოდა.

ასევე, ნებისმიერი გამოძიება, განსაკუთრებით მაღალი პროფილის საქმეები, რომელსაც გამომძიებლები აწარმოებენ, არის დოკუმენტირებული გამოძიების ყველა ეტაპზე. თითოეული ფორმალური პროცედურა, ჩვენება, მტკიცებულებები და გარემოებათა მოპოვება არის იდენტიფიცირებული, დოკუმენტური და ეს არ ინახება რომელიმე ერთი ადამიანის ჯიბეში, ტელეფონში ან თუნდაც მის სახლში, კარადაში. ეს ინფორმაცია არის სახელმწიფო დაწესებულებაში სათანადოდ წესით შენახული. ასე რომ, რომელიმე პროკურორის ვინმეს მიერ ლიკვიდაცია ვერანაიარად ვერ იქნება თუნდაც 10%-იანი გარანტია, რომ ამ საქმეების გამოძიება შეწყდება, შეჩერდება, ან სახელმწიფოს შეეშინდება ეს საქმეები გამოიძიოს.

ეს და სხვა გარემოებები, რომელზეც ჩვენ გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე ჯერ ვერ ვსაუბრობთ, გამორიცხავს იმას, რომ ის მოკლეს იმის გამო, რომ იყო პროკურორი. თუმცა ეს იყო ძალიან მძიმე მკვლელობა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები