საქართველოს ვაშინგტონის სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოს სამუშაო ჯგუფი ეწვევა

საქართველოს ვაშინგტონის სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოს (Washington state investment board) სამუშაო ჯგუფი ეწვევა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და Washington state investment board-ის აღმასრულებელ დირექტორს ტერესა ვიტმარშს შორის შეხვედრაზე მიიღეს.
შეხვედრაზე საქართველოში არსებული ბიზნესგარემო განიხილეს, ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული და უძრავი ქონების პროექტებზე.
აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეორგაფიული მდებარეობა. ლიბერალური და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები კი, ქვეყანას ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის.
ტერესა ვიტმარშმა აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველო სტაბილურად ვითარდება. მან ინტერესი გამოთქვა უფრო დეტალურად შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო გარემო და სამომავლოდ ინვესტიციები განახორციელოს.
Washington State Investment Board-ი ამერიკული წამყვანი საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც 107 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის საპენსიო ფონდებისა და სადაზღვეო კომპანიების თანხებს მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები