“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში მეოთხე ფრაქციას ქმნის

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში რიგით მეოთხე ფრაქციას ქმნის.
როგორც უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, დამატებითი რესურსის გამოყოფის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობა“ მეოთხე ფრაქციას შექმნის, რომლის თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილი იქნება.
მაჭავარიანის თქმით, ფრაქციის წევრები აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, ნიკოლოზ ყიფშიძე, როლანდ ახალაია და შოთა მალაშხია იქნებიან.
საპარლამენტო უმცირესობამ აღნიშნული საკითხით საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გასული წლის 28 დეკემბერს მიმართა, კომიტეტი კი, საკითხზე ხვალ იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები