გიორგი კვირიკაშვილმა ტონი ბლერი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს შეხვდა.
მხარეები მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი განათლების სისტემის რეფორმით, ასევე “ღია მმართველობის პარტნიორობის” მიმდინარეობით დაინტერესდა, რომელიც მიზნად მსოფლიოს მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდას ისახავს.
ასევე შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების საკითხს.
ტონი ბლერი მზად არის საქართველოს მთავრობას გარკვეული რჩევები ამ მიმართულებითაც მისცეს. გიორგი კვირიკაშვილმა და ტონი ბლერმა ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები