გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ჰიდრომეტეოროლოგიისა და გეომორფოლოგია-გეოლოგიის განხრით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა და პროექტების განხორციელებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სპეციალობების კურსდამთავრებულთათვის გადამზადების პროგრამების ერთობლივ შემუშავებას და განხორციელებას ითვალისწინებს.
ასევე, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გარემოს ეროვნული სააგენტოს როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ სამსახურებში სტაჟირება გაიარონ.
შეხვედრაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ პრეზენტაცია წარადგინა და საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობა გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები