დავით პოპოვი ბიძინა კუჭავას მეუღლეს მიმართავს: ვისაც რა მოადგება ენაზე, ამის თქმა არ შეიძლება

ბიძინა კუჭავას გარდაცვალების მოწმე დავით პოპოვი აცხადებს, რომ კუჭავამ ის და მისი მეუღლე გადაარჩინა.
როგორც დავით პოპოვმა „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის იზიარებს ბიძინა კუჭავას მეუღლის მწუხარებას, თუმცა ვისაც რა მოადგება ენაზე, ამის თქმა არ შეიძლება.
“პირდაპირ ვეტყვი, მაგისმა მუღლემ, რომელმაც თავი მოიკლა მანქანაში, გადამარჩინა მე და ჩემი მეუღლე. მაგას რომ მანქანიდან ესროლა, ამას შეიძლება ძალიან ცუდი რაღაც მოჰყოლოდა. გასაგებია, რომ აღელვებულია, მეუღლე დაეღუპა, მაგრამ კაცი მიმყავდა აეროპორტში, მივეცი თანხა, რომ გაფრენილიყო, კარგის მეტი არაფერი არ მინდოდა მაგ კაცისგან”, – განაცხადა პოპოვმა.
ამასთან, პოპოვმა ჟურნალისტებს მიმართა და სთხოვა, ნუ აწუხებენ მის ოჯახს და თუ რაიმე აინტერესებთ, პირადად მას მიმართონ.
“სახლში მყავს დედა, რომელიც არის შეუძლოდ, ინვალიდია, სახლში მყავს გოგო. ჩემი საფიცარი არის დედაჩემი, ჩემი ცოლი და ჩემი შვილი. მე მეტი არავინ მყავს ოჯახში. ძმა მყავდა, დამეღუპა, მამა მყავდა, დამეღუპა. ძალიან გთხოვთ, ჩემს ოჯახს ნუ აწუხებთ. თუ უნდათ რამე, მოვიდნენ ჩემთან, ჩემი ნომერი აქვს ყველას, დამირეკონ, შევხვდები, დაველაპარაკები, ინტერვიუ თუ უნდათ, მივცემ. ერთს ვთხოვ, არ მივიდნენ სახლში, ჩემთან და არ დაუწყონ ბრახუნი კარებზე, არ დაუწყონ არავის ფანჯრებზე კაკუნი და არ შემიშინონ ოჯახი.
ასევე, რაც ენაზე მოგადგებათ, ტელევიზორში თქმა არ შეიძლება. იმიტომ, რომ მე ახლა კაცი ვარ და შეიძლება მოვითმინო, მაგრამ დედაჩემი არის ავადმყოფი და ამ ინფორმაციის მოსმენით ქალს შეიძლება ისეთი რაღაც მოუვიდეს, მერე ძალიან ცუდი რაღაც შეიძლება მეც გავაკეთო. მეუღლე ორჯერ ჩამივარდა კრუნჩხვებში, ორჯერ მყავდა სახლში სასწრაფო”, -განაცხადა პოპოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები