საპატრიარქოს კლინიკა ხაშურში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ატარებს

  საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმები ხაშურში უფასო სამედიცინო აქციას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მართავენ. მედიკოსთა ჯგუფი ხაშურში მდებარე “მედიქალ-პარკის” კლინიკაში დილიდან ჩავიდა. კლინიკის გენერალური დირექტორის ვატო სურგულაძის განცხადებით, ხაშურისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, მეან-გინეკოლოგი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი, ოფთალმოლოგი და ექოსკოპიის კაბინეტი ემსახურება. ექიმების დანიშნულებისამებრ, პაციენტებს მედიკამენტები უფასოდ ეძლევათ. ამ ხნის განმავლობაში კლინიკის სამედიცინო ჯგუფმა 20-ზე მეტი უფასო აქცია ჩაატარა მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები