მებრძოლი ჭკადუა: ვერ დავიჯერებ, რომ მკვლელობის გამომწვევი მიზეზი თავად ვახტანგ ქირია გამხდარიყო

სამეგრელო – ზემო სვანეთის ყოფილ პროკურორს მებრძოლი ჭკადუას პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივებზე საუბარი უჭირს და მას დადებით პიროვნებად ახასიათებს.
როგორც ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში მებრძოლი ჭკადუამ განაცხადა, ვახტანგ ქირიას მხრიდან პიროვნულ მიზეზებს გამორიცხავს.
„ვახტანგ ქირიას ვიცნობ 85 წლის შემდგომი პერიოდიდან. ახლო ურთიერთობა გვქონდა, როგორც სამსახურეობრივი ისე ოჯახსაც ძალიან კარგად ვიცნობდი. ეს პიროვნება იყო ადამიანის თანამდგომი ჭირსა თუ ლხინში. ახლო სამსახურეობრივი ურთიერთობები გვქონდა ყოველთვის.
მკვლელობის მოტივებზე საუბარი მიჭირს, რადგან მკვლელობის ფაქტებთან შეხება არ მქონია. არ მინდა შეცდომა დავუშვა, მაგრამ ვახტანგ ქირიას მხრიდან რაიმე პიროვნულ მიზეზებს ვერ დავიჯერებ, რომ მკვლელობის გამომწვევი მიზეზი თავად ვახტანგ ქირია გამხდარიყო. ეს პიროვნება არ იყო ასეთი.
ახლა, ამ მომენტში, მეგობარი იყო ის კაცი ჩემი და მე მნიშვნელობას არ ვანიჭებ ბიძინა კუჭავა ჰქვია თუ სხვა რაღაცა სახელი, ამაზრზენი მკვლელობა რომ მოხდა ეს მაწუხებს ყველაზე უფრო მეტად.
ყველას აქვს უფლება თავი იმართლოს, მაგრამ მის ირგვლივ არსებული საეჭვო გარემოებები რატომ შეიქმნა“, -განაცხადა მებრძოლი ჭკადუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები