მაია ნიკოლეიშვილი: ბიძინა კუჭავას თითზე მიყენებული დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, ვინაიდან მასზე სისხლნაჟღენთია

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ბიძინა კუჭავას ცხედარზე აღმოჩენილ კონკრეტულ დაზიანებებზე ვერ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ კუჭავას სხეულზე გარკვეული დაზიანებები აღენიშნება.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში“ ისაუბრა. „დაზიანება თითზე ნამდვილად არის, თუმცა მისი პირველი სახე ჩვენთვის უცნობია. ჩვენ დაზიანების შეცვლილი სახე ვნახეთ, ვინაიდან ამ მიდამოდან კანის პრეპარატი ამოჭრილია სამხარაულის ექსპერტიზის ჩატარების დროს. აუცილებელია იმ პრეპარატის გამოკვლევის პროცესში მონაწილეობა, რომელსაც სამხარაულის ექსპერტიზაში იკვლევენ.
ბუნებრივია, სახეშეცვლილ კანზე იმის თქმა, თუ რა საგნით არის მიყენებული დაზიანება, შეუძლებელია. დაზიანება სიცოცხლისდროინდელი უნდა იყოს, ვინაიდან მასზე სისხლნაჟღენთია. უფრო ზუსტი პასუხი იქნება მას შემდეგ, რაც მონაწილეობას მივიღებთ კანის პრეპარატის გამოკვლევაში“, – აღნიშნა ექსპერტმა. ამავე ეთერში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობასთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა. მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ვახტანგ ქირიას მკვლელი მისივე ნათესავი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისივე განმარტებით, ბიძინა კუჭავამ ფეხის თითი გარდაცვლილის სხეულის დანაწევრების მცდელობის დროს თავად დაიზიანა, რის გამოც, ძლიერი სისხლდენა განუვითარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები