გიორგი კვირიკაშვილი: პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა აღარ უნდა იყოს მითქმა-მოთქმის საგანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა აღარ უნდა იყოს მითქმა-მოთქმის საგანი. აღნიშნულ თემაზე პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ვფიქრობ, მიუხედავად ოპონენტების შესაძლო განსხვავებული მოსაზრებისა, ვერავინ გაექცევა იმის აღიარებას, რომ საქართველოში სახეზე გვაქვს ინსტიტუციონალური დემოკრატიის მშენებლობის ძალიან პოზიტიური პროცესი. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში, მე მგონია, რომ საერთოდ ეს საკითხები აღარ უნდა იყოს რაღაც მითქმა-მოთქმის და დღის მთავარი თემების საგანი. მე მგონია, რომ საქართველოში არსებობს ინსტიტუციები და მათ უნდა იმოქმედონ ისე, როგორც ინსტიტუციებს შეეფერება და აქ პიროვნული ურთიერთობები უნდა გადავდოთ გვერდზე. ვფიქრობ, ეს ასე უნდა იყოს. იმისთვის, რომ დავამშვიდოთ სიტუაცია, მაქსიმალურად დავწიოთ პოლიტიკური ტემპერატურა და კონცენტრირება მოვახდინოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები