დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 18 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვევა.
საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რაიმონდს ვეიონისთან, ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ლაიმდოტა სტრაუჟმასთან და ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერთან, ინარა მურცნიეცესთან გამართავს.
ასევე ქართველი დეპუტატები ლატვიის უნივერსიტეტში „მრგვალი მაგიდის“ ფორმატის დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას და ქართულ ანბანთან დაკავშირებული გამოფენის გახსნას დაესწრებიან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რიგაში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ შეკითხევბს უპასუხებს. საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც დავით უსუფაშვილთან ერთად, თედო ჯაფარიძე, გიორგი კახიანი, მიხეილ მაჭავარიანი და ვიქტორ დოლიძე შედიან, ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტს 19 იანვარს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები