გლდანის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
დღეს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. “ყაზტრანსგზა-თბილისის” ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუწყდება: გლდანის ,,ა” მ/რ-ში მდებარე კორპუსების, ქერჩის ქ. 5-ში და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული შპს ,,მმბ”-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, აგრეთვე გაზის მიწოდება შეუწყდება საჯარო სკოლა #136, 160, შპს ,,ახალ ქართულ გიმნაზიას”, საბავშვო ბაგა-ბაღი #89-სა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. სულ შეზღუდვა შეეხება 2 200-მდე აბონენტს.
გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე ეტაპობრივად.