თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, ელექტროენერგიის შეზღუდვა საბურთალოს, ვაკის, გლდანის და ისნის რაიონების მცხოვრებლებს შეეხებათ.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მცხოვრებლებს, 519 აბონენტს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის შეზღუდვა ბუდაპეშტის ქუჩის 161 აბონენტს შეეხება. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის და ტაშკენტის შესახვევის მაცხოვრებლებსმ 381 აბონენტს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება, სულ 629 აბონენტს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 ელექტროენერგიის მიწოდება ლიბანის ქუჩის მცხოვრებლებს შეეზღუდებათ, სულ 205 აბონენტს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს, 63 აბონენტს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, პატარძეულის, კაჭარავას, უჯარმის, ფორაქიშვილის და დესპანე გელოვანის ქუჩების მცხოვრებლებს, სულ 776 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები