რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილი უძღვებოდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის ფონდიდან თანხების გამოყოფაზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტებისთვის თანადაფინანსების წესიც. გამოყოფილი თანხები, ძირითადად, გზების, წყალმომარაგებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე გადანაწილდა. კომისიამ მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი დაახლოებით 120 მილიონი ლარის პროექტი დადებითად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები