დავით ნარმანია: თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის

რაიმე სახის საკადრო ცვლილებები თბილისის მერიაში დაგეგმილი არ არის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მისი მოადგილე გიორგი ლილუაშვილი იმ მიმართულებით იმუშავებს, რომელსაც მისი ყოფილი მოადგილე გიორგი სოლომონია ხელმძღვანელობდა.
„რაიმე სახის საკადრო ცვლილებები თბილისის მერიაში დაგეგმილი არ არის. გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. რაიმე სახის შიდა განხილვები ან კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვქონია. რაც შეეხება ფუნქციების გადანაწილებას, გიორგი ლილუაშვილი ჩაუდგება იმ მიმართულებებს, რომელსაც გიორგი სოლომონია ხელმძღვანელობდა. ხოლო მომდევნო პერიოდში შესაძლოა, როგორც ეს პერიოდულად ხდება ხოლმე, ფუნქციები სხვანაირად გადანაწილდეს მოადგილეებს შორის“, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები