საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე, გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე წარდგენას მხარი დაუჭირა. თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც ერთ-ერთ საკითხად თბილისის მერის მოადგილის პოსტზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურის წარდგენის საკითხი განიხილეს.
კომისიების გაფართოებულ სხდომას, თბილისის კომისიების თავმჯდომარეებთან და კომისიების წევრებთან ერთად, თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი ესწრებოდნენ. საკრებულოს უმრავლესობამ ლილუაშვილის კანდიდატურას კომისიების მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი ლილუაშვილის საკითხს დღეს დეპუტატები სხდომაზე დაამტკიცებენ. როგორც გიორგი ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას აქვს კონკრეტული ხედვები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც იმ გუნდის ხედვას ემთხვევა, რომლის წევრიც უნდა გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები