გიორგი კვირიკაშვილი: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხში უკან ნაბიჯი არ იქნება

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული უკვე შემოტანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს მათი გადაფორმება რამდეჯერაც საჭირო იქნება, იმდეჯერ შეეძლებათ.
“პირველ რიგში, მინდა გავაკეთო განმარტება, რომ საქართველოში არსებული უკვე შემოტანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს მათი გადაფორმება რამდეჯერაც საჭირო იქნება, იმდეჯერ შეეძლებათ. არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, არავინ ამ ადამიანების საკუთრებას არ ეხება. ანუ მათ, ვისაც უკვე შეძენილი აქვს ამ ტიპის მანქანა, შეუძლიათ რამდეჯერაც ნებავთ, იმდენჯერ გაასხვისონ, გადააფორმონ და ა.შ.”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა,  მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხში უკან ნაბიჯი არ იქნება.
“მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნება და ვთქვა, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება. ეს ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს, რადგან დედაქალაქში საშინელი მდგომარეობაა. გადატვირთულია მოძრაობა და ეს სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, სულ უარესი და უარესი მდგომარეობა გვექნება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები