ზვიად კვაჭანტირაძე: საარჩევნო სიის ფორმირებისას ძირითადი აქცენტი პროფესიონალიზმზე გაკეთდება

ახალი სახეების მოლოდინი აუცილებლად უნდა იყოს და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. კვაჭანტირაძე დარწმუნებულია, რომ მომავალ არჩევნებში მმართველი გუნდი კოალიციის სახით მიიღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, ძირითადი აქცენტი პროფესიონალიზმზე გაკეთდება.
“ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაცხადებულა, რომ ძირითადი აქცენტი პროფესიონალიზმზე გაკეთდება, მაგრამ ასე ხაზგასმით მსახიობებისა და სპორტსმენების თემის ტრიალი, სწორი არ არის. 150 კაცში ნუთუ ამდენი მსახიობი და სპორტსმენია, რომ ეს საქილიკო და მუდმივად განსახილველი თემა იყოს?! შესაძლოა, მომავალ პარლამენტში მათი რიცხვი იყოს ნაკლები, ან იყოს – მეტი. ეს ყველაფერი განხილვის პროცესზეა დამოკიდებული”, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები