საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ილია ზედგინიძე წარადგინეს

საქართველოს რაგბის კავშირის წევრმა, სარაგბო კლუბმა “ფირალებმა” სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ილია ზედგინიძე წარადგინა.
სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს, 13:00 საათზე თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” გაიმართება. სრკ-ის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურების წარდგენის ბოლო ვადაა 18 იანვრის 13:00 საათი. ამ დროისთვის წარდგენილია ორი კანდიდატი: გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები