„ჩვენ უნდა ვიყიდოთ რუსეთიდან გაზი და რუსეთმა გადაგვიხადოს ფული ტრანზიტის სანაცვლოდ“

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ, „დოქტრინის” დირექტორის მიხეილ დონდუას განცხადებით, რუსეთიდან მიღებული გაზი არ არის მოსახლეობის გაზიფიცირების დასაკმაყოფილებლად, რადგან ჩვენ საკმარის გაზს ვიღებთ აზერბაიჯანისგან.
ექსპერტის განმარტებით, აქ საუბარია იმ გაზზე, რომლითაც თბოელექტროსადგურებს ვამუშავებთ, რომლებიც აწარმოებენ ელექტროენერგიას.
„პირველ რიგში, „გაზპრომი“ ითხოვს, რომ იმ გაზის სანაცვლოდ, რომელსაც საქართველოს გავლით იგი აწვდის სომხეთს, გადაგვიხადოს ფულადი ფორმით, რომელსაც ქართველი მხარე წინააღმდეგობას ვერ გაუწევს იმიტომ, რომ ეს საერთაშორისო სტანდარტია და შესაბმისად, რუსეთს აქვს ბერკეტები. ჩვენ უნდა ვიყიდოთ რუსეთიდან გაზი და რუსეთმა უნდა გადაგვიხადოს ფული ტრანზიტის სანაცვლოდ. რეალურად, ჩვენ გვრჩება დაახლოებით, 2 მილიონი ბარელი დეფიციტი, რომელიც მაინც უნდა შევიძინოთ „გაზპრომისაგან“. დღეს, ამ ყველაფერს ჩვენ ჩვეულებრივად, „გაზპრომისაგან“ შეძენის გარეშე ვიღებთ. საუბარია ისევ ძველი პრინციპით მიწოდებაზე, ოღონდ, ანგარისსწორების ფორმის შეცვლაზე. დღესაც შეუძლია, რუსეთს საქართველოს ბლოკადა გამოუხადოს, მაგალითად, გამოუცხადოს ბლოკადა სომხეთს, გადაკეტოს გაზი და ჩვენც ვერ მივიღებთ ვერაფერს ამ გაზიდან, მაგრამ ამას არ აკეთებს. რისკები ამ თვალსაზრისით არ მატულობს, რადგან მიწოდების ფორმა არ იცვლება, უბრალოდ, ანგარიშსწორების ფორმის ცვლილებაზეა საუბარი“, – განაცხადა დონდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები