„აზერბაიჯანს არ შეუძლია, საქართველო საჭირო ბუნებრივი აირის რაოდენობით უზრუნველყოს“

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, აზერბაიჯანს არ შეუძლია, საქართველო საჭირო ბუნებრივი აირის რაოდენობით უზრუნველყოს. მამუკა არეშიძის თქმით, საქართველოს მაინც მოუწევს „გაზპრომიდან“ გარკვეული რაოდენობის გაზის შეძენა.
„აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ ბევრად მეტი გაზის მოწოდების საშუალება აქვთ, თუმცა შეხვედრების შემდეგ გაკეთებულმა კომენტარებმა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დატოვა. სოკარის ხელმძღვანელის თქმით, მათ შეუძლიათ 6 მილიონი, 7 მილიონამდე გაზარდონ, თუმცა ეს რაოდენობა საქართველოს არ დააკმაყოფილებს. ის რაოდენობა, რომელსაც აზერბაიჯანი გვაწვდის, ან შეიძლება მოგვაწოდოს, მაინც არ იქნება საკმარისი. აზერბაიჯანი ვერ ახერხებს იმ რაოდენობის გაზის მოწოდებას, რომელიც ჩვენ გვჭირდება. არც სოკარის წარმომადგენლებს აღუნიშნავთ, რომ მომარაგების გაზრდის შესაძლებლობა ექნებოდათ. საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს და მას მოუწევს დარჩენილი გაზის რაოდენობა „გაზპრომიდან“ შეიძინოს,“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები