„აზერბაიჯანს არ შეუძლია იმ რაოდენობის გაზის მოწოდება, რაც ჩვენ გაზრდილი მოხმარების პირობებში გვჭირდება“

აზერბაიჯანს ძალიან დიდი რაოდენობის გაზი აქვს, მაგრამ ის ხელმისაწვდომი არ არის, – ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტმა  ლიანა ჯერვალიძემ გადაცემა „ბიზნესკოდში“ განაცხადა.
„ჩემთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანს ზამთარში ძალიან მაღალი, პიკური მოხმარება აქვს. მას არ შეუძლია იმ რაოდენობების მოწოდება, რაც ჩვენ, გაზრდილი მოხმარების პირობებში გვჭირდება. ამასთან, აზერბაიჯანიდან შემომავალ გაზსადენს ლიმიტი აქვს და მას შეუძლია, დღიურად, მხოლოდ 6 მლნ კუბურ მეტრზე იმუშაოს მაშინ, როდესაც ჩვენი მოხმარების მაჩვენებელი ზამთრის ცივ დღეებში, 12 მლნ-ს შეადგენს“,-აცხადებს ექსპერტი.
რაც შეეხება „გაზპრომისგან“ დამატებით, გაზის მიღებას, ექსპერტის აზრით, ასეთ შემთხვევაში, „ჩვენი გაზის ბალანსში რუსული ბუნებრივი აირის წილი 20% გახდება“.
„რა პრობლემა შეიძლება იყოს აქ?! ეს ვერენაირ ბერკეტს ვერ მისცემს „გაზპრომს“. „თელასში“, დისტრიბუციაში გვყავს რუსული კომპანია და ნებისმიერ დეფიციტურ ელექტროენერგიას ისევ რუსეთისგან ვყიდულობთ.  ვერ ვხვდები, რატომ მიმდინარეობს ასეთი საუბრები გაზთან დაკავშირებით, როდესაც რეალურად, აქ არანაირი პრობლემა არ არის“, -აცხადებს ჯერვალიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები