„თი-ბი-სი“ ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის ფინალური გათამაშება 15 იანვარს გაიმართება
„თი-ბი-სი“ ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის, მესამე, ფინალური გათამაშება 15 იანვარს, 20:00 საათზე „თი-ბი-სი“ ბანკის ცენტრალურ ფილიალში, ჭავჭავაძის #11-ში შედგება.
ბანკის ინფორმაციით, გათამაშების ბოლო ეტაპზე სუპერპრიზის – გუდაურში ბინის მფლობელი და 10 იღბლიანი მომხმარებელი გამოვლინდება, რომლებიც 1 000-ლარიანი ფულადი პრიზით დაჯილდოვდებიან.
გათამაშების მონაწილეებს შეუძლიათ, ფილიალს ეწვიონ და თავად დაესწრონ გათამაშების პროცესს. ფინალურ გათამაშებაში ის მომხმარებლები მონაწილეობენ, რომლებმაც 2015 წლის 1დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით „თი-ბი-სი“ ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკით სხვადასხვა ოპერაცია განახორციელეს. თითოეული ტრანზაქციის განხორციელებისას მომხარებლები ქულებს აგროვებდნენ, ხუთ დაგროვილ ქულაზე კი გათამაშების თითო ბილეთს იღებდნენ. „თი-ბი-სი“ ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის ფინალური გათამაშების გამარჯვებულების სია ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.