უკრაინა ცენტრალურ აზიაში მატარებლებს საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით გააგზავნის
უკრაინა 15 იანვრიდან სატვირთო მატარებლის გაშვებას გეგმავს, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებში რუსეთის ავლით – საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიით მოხვდება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. როგორც უკრაინის მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა, მარშრუტი ორ ზღვაზე – შავსა და კასპიის ზღვებზე გაივლის. იაცენიუკმა დაამატა, რომ ჯერჯერობით ეს ექსპერიმენტული მატარებელი იქნება. მატარებლის შემადგენლობა 20 ვაგონისგან შედგება. საქართველომდე ის საბორნე გადასასვლელით მოხვდება. 2016 წლიდან რუსეთმა უკრაინული ტვირთების იმპორტი და ტრანზიტი აკრძალა. მოსკოვმა ემბარგო უკრაინის გადაწყვეტილებას დაუკავშირა, რომელიც ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონას შეუერთდა.