თბილისის მერია ფოტოკონკურსის – “ახალი წელი თბილისში” გამარჯვებულებს დააჯილდოებს
თბილისის მერიის ფოტოკონკურსის – “ახალი წელი თბილისში” ხვალ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ცერემონიალი თბილისის ისტორიის მუზეუმ “ქარვასლაში” გაიმართება.
თბილისის მერიამ კონკურსი 25 დეკემბერს გამოაცხადა და 7 იანვრამდე გაგრძელდა.
“კონკურსანტების ნამუშევრები ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფებმა – ბესო გულაშვილმა, მარი ნაკანმა და გურამ წიბახაშვილმა შეაფასეს. კომპეტენტურმა ჟიურიმ 3 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა, რომლებიც სხვა საკონკურსო ნამუშევრებთან ერთად “ქარვასლაში” ხვალ გამოიფინება. ფოტოკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას თბილისის მერი, დედაქალაქის მთავრობის წევრები და კონკურსის მონაწილეები დაესწრებიან”,- აცხადებენ მერიაში.