14-15 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება
ხვალ და ზეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონში უახლოესი 2 დღის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი, ბარში წვიმის სახით, მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ზოგიერთ რაიონში დასავლეთის ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს – სანაპირო რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსს მიაღწევს, აღმოსავლეთ საქართველოში – 14 გრადუსს.
სინოპტიკოსები გამოდარებას 16 იანვრიდან ელოდებიან.