ირაკლი შოთაძე ევროსაბჭოს ანგარიშზე: ჩვენ ამ ანგარიშვალდებულებას არ გავურბივართ
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.
მისი თქმით, პროკურატურა ანგარიშვალდებულია საპროკურორო საბჭოს წინაშე, ასევე პარლამენტის წინაშეც და ის ანგარიშვალდებულებას არ გაურბის.
,,მთავარი პროკურატურა ანგარიშვალდებულია საპროკურორო საბჭოს წინაშე. მის წინაშე მე მიწევს წარდგომა ყოველ 6 თვეში ერთხელ ჩვენი სტრუქტურის ანგარიშის შესახებ. ასევე, ჩვენი ანგარიშვალდებულება არსებობს პარლამენტის წინაშეც და ჩვენ ამ ანგარიშვალდებულებას არ გავურბივართ“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.