გიგა ბედინეიშვილი: მაგალითად, თელასი “რაოესისაა”, მაგრამ რამე პრობლემა არის?!
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი “გაზპრომის“ ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
შესაბამისი შეფასება ბედინეიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გააკეთა.
“მოლაპარაკებები და გარკვეული მოცულობის გაზის მიღება შესაძლებელია, მაგრამ ეს პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს. მართალია, წინა ხელისუფლების დროს მილსადენის “გაზპრომზე” მიყიდვაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებ რისკებს ქმნის, ვიდრე “გაზპრომის” გაზზე „შეჯდომა“, რადგან ეს პუტინის ხელში არსებული პოლიტიკური იარაღია. მილსადენს რას უზამს?! მაგალითად, თელასი “რაოესისაა”, მაგრამ რამე პრობლემა არის?! არ არის. თბილისის წყალი რუსულ კომპანიას ეკუთვნის, არის პრობლემა? – არა. რატომ?! იმიტომ, რომ ეს აქტივები საქართველოს ტერიტორიაზეა და მასზე ქართული კანონმდებლობა ვრცელდება”, – განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.