“ეფ-ბი -აი“: ბინაში, სადაც ჟვანია იპოვეს, გაზით გაგუდვა შეუძლებელი იყო
გოგლა ჟვანიას განცხადებით “ეფ – ბი- აი“-ს ტექნიკურმა დასკვნამ აჩვენა, რომ ბინაში, სადაც ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი იმყოფებოდნენ, ბუნებრივი აირის ნამწვით გაგუდვა შეუძლებელი იყო. ამის შესახებ გოგლა ჟვანიამ “ტელეიმედის“ გადაცემა რეაქციის ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
“ეფ- ბი- აი“- მ ორი გამოკვლევა ჩაატარა, ერთი იყო ტექნიკური და ეხებოდა “ნიკალას“ მუშაობას, ეს გამოკვლევა ერთმნიშვნელოვნად მეტყველებდა, რომ იქ CO -თი გაგუდვა შეუძლებელი იყო. მეორე გამოკვლევით, რამდენიმე ნივთზე შეისწავლეს დე-ენ-ემ-ების არსებობა, რაც არასრულყოფილი გამოკვლევა იყო. ამჟამად ამ ყველა ნივთმტკიცებულების შესწავლა და გამოკვლევა მიმდინარეობს. “ეფ -ბი -აი“-ს სხვა დასკვნა ამ საქმეში არ არსებობს. “ნაციონალები“ ხშირად იდუმალებით მოცულ დასკვნებზე საუბრობენ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ”,-განაცხადა გოგლა ჟვანიამ.