დავით ნარმანია: მქონდა პრეტენზია, რომ ქვაფენილის დაგების სამუშაოები დროში გაიწელა

მეც მქონდა პრეტენზია, რომ სამუშაოები დროში გაიწელა, თუმცა ეს გარკვეული თვალსაზრისით ობიექტურ გარემოებებსაც უკავსირდებოდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) ქვაფენილის დაგების სამუშაოებითან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ნებისმიერ მშენებლობას თავისი ტექნიკური ზედამხედველი ჰყავს, რომელთა ვალდებულება ხარისხზე მაქსიმალური კონტროლის განხორციელებაა.
“ნებისმიერ მშენებლობას თავისი ტექნიკური ზედამხედველი ჰყავს, მათ შორის ქვაფენილებსა და საგზაო სამუშაოებს. მათი ვალდებულებაა, რომ ხარისხზე მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ, ხოლო მათ საქმიანობაზე ჩვენ ვახორციელებთ ზედამხედველობას. ყველა საკითხი გადის შემოწმებას და ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე იცემა თანხა სამუშაოს შემსრულებელ კომპანიაზე. ამ მონაკვეთთან დაკავშირებით მეც მქონდა პრეტენზია, რომ სამუშაოები დროში გაიწელა, თუმცა ეს გარკვეული თვალსაზრისით ობიექტურ გარემოებებთანაც იყო დაკავშირებული”, – განაცხადა ნარმანიამ. მისივე თქმით, საკითხი იქნება შესწავლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები