„არჩევნებისთვის გუნდი უნდა გადახალისდეს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გუნდის გადახალისების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მაღრაძის განცხადებით, არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე უფრო საჭირონი იყვნენ პარლამენტში, დღეს კი ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა და პარლამენტში სხვა ადამიანები არიან საჭირო. დეპუტატის განმარტებით, გუნდი გადახალისდება, მაგრამ ძველი სახეებიც დარჩებიან.
„გუნდი უნდა გადახალისდეს. არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე უფრო საჭირონი იყვნენ პარლამენტში, შემდეგ იცვლება სიტუაცია ქვეყანაში და პარლამენტში სხვა ადამიანები არიან საჭირო. როდესაც ქვეყენა განვითარების უფრო სტაბილურ ეტაპზე გადადის, მეტი მოთხოვნაა, რომ პარლამენტში იყვენენ ადამიანები, რომლებიც ძალიან ეფექტურები იქნებიან საკანონმდებლო საქმიანობაში. მეორე მხრივ, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანი იყოს მსახიობი, სპორტსმენი, რომელსაც შეუძლია საკანონმდებლო საქმიანობა და, ამასთან ერთად ხალხში ავტორიტეტით სარგებლობს. გადახალისება გუნდში იქნება. მე ვერ გეტყვით, რომ აბსოლუტურად ახალი სახეები იქნება, რადგან მოსახლეობა ამ სიიდან ვიღაცებს უნდა იცნობდეს, მაგრამ ბალანსი დაცული იქნება. ამ კუთხით მუშაობა უკვე მიმდინარეობს. აქ ორმხრივი პროცესია, ერთია, რომ ჩვენ ვცდილობთ, მოვიზიდოთ ახალი სახეები და მეორეა ის, რომ ამ ახალ სახეებსაც უნდა სურდეთ პოლიტიკაში ჩართვა“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
რაც შეეხება კვოტებს, მაღრაძის განცხადებით, ვინც არიან კოალიციაში შემავალი სუბიექტები, სათანადო ადგილს მიიღებენ და კვოტებიც წესისამებრ გადანაწილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები