როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 11-17 იანვარს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. მათივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი.
“აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ იქნება +6, +11, ხოლო 12 – 14 იანვარს +10, +15 გრადუსი. 14-15 იანვარს მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, იწვიმებს, მთაში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ძლიერად, მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს +5 +10 გრადუსამდე.
16-17 იანვარს უნალექო ამინდი იქნება”,- აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები