თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე (თეჯოლასთან ახლოს), ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო.
აღნიშნული მონაკვეთი დროებითი შემოვლითი გზის ფუნქციას ასრულებდა და მდინარე ჩხარას ადიდების შედეგად დაზიანდა, ამ დრომდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე იყო გადართული.
დროებითი გზის პარალელურად, ზესტაფონი-ქუთაისის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში, ხიდის მშენებლობა დასრულების სტადიაშია და მასზე მოძრაობა 10 დღეში გახდება შესაძლებელი. შესაბამისად, მშენებლობის საბოლოოდ დასრულებამდე, სტიქიის განმეორების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის ნაკადები ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის შემოვლითი გზის ნაცვლად ახალ ხიდზე გადაირთვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები