შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული გოჩა მ. დანაშაულის ადგილას, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გოჩა მ. ყაჩაღურად თავს დაესხა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სლოტ-კლუბ „ვეგასს“, კლუბის დაცვის თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნა და თანხის გატაცებას შეეცადა.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები