ლაგოდეხის მთებში დაკარგულების ოჯახები ძებნის სამუშაოების განახლებას ითხოვენ

კახეთში, ლაგოდეხის მთებში დაკარგულების ოჯახის წევრები ძებნის სამუშაოების განახლებას ითხოვენ. ადგილობრივებმა იმის შესახებ, რომ სამი ახალგაზრდა დაღესტანში დაკავებული არ არის, დღეს მედიით შეიტყვეს.
შინაგან საქმეთა სამონისტროში არ ადასტურებენ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკარგული ახალგაზრდები დაღესტნის სამართალდამცველებს ჰყავთ დაკავებული.
ლევან ჯალალოვი, ძმები ავთანდილ და დავით სამხარაძეები, რომ მეზობელი ქვეყნის საზღვარზე დააკავეს, ოჯახის წევრებმა გუშინ შეიტყვეს. ინფორმაცია მათ თავდაპირველად თანასოფლელებმა მოგვიანებით კი “კვირას” ლაგოდეხის გამგებელმა დაუდასტურა.
კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავება ურჩია.
ლაგოდეხის მთებში დაკარგულებს უკვე 10 დღეა ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები